უკრაინის რადა პოსტიდან ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომის საკითხს განიხილავს

უკრაინის უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შევიდა დადგენილების პროექტი ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის მოხსნის შესახებ. ინფორმაცია ამის შესახებ უმაღლესი ორგანოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

პროექტის ავტორები პარლამენტის დეპუტატები ანდრეი პიშკო (ფრაქცია „აღორძინება“), ანდრეი დერკაჩი, იგორ ერემეევი, ვლადიმირ ბანდუროვი, ბიქტორ რაზვადოვსკი, იგორ მოლოტკოვი (ფრაქცია „ხალხის ნება“), მიხეილ პაპიევი (ფრაქცია „ოპოზიციური ბლოკი“) არიან.

ინიციატივის მიზეზად დეპუტატები ასახელემენ, რომ „მინისტრის ქმედება არ შეესაბამება უკრაინის სახელმწიფოს ინტერესებს და ცდება სახელისუფლო ინსტიტუტების მიზნებს“

დასაბუთებაში ასევე ნათქვამია, რომ პოსტზე ყოფნის დროს მინისტრს არაფერი გაუკეთებია ჯანდაცვის ობიქტების მუშაობის გასაუმჯობესებლად.

რადაში კიდევ ერთი დადგენილების პროექტი განიხილება, რომელიც აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის ალექსეი პავლენკოს გადადგომას ეხება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად