უკრაინის პრეზიდენტმა თავისი ოფისის ხელმძღვანელი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც მისი ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ბოგდანის თანამდებობიდან გათავისუფლებას გულისხმობს. დოკუმენტი უკრაინის ლიდერის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

სხვა ბრძანებულების მიხედვით კი, თანამდებობაზე დაინიშნა ანდრეი ერმაკი, რომელიც აქამდე პრეზიდენტის დამხმარე იყო.

ბოგდანის გათავისუფლების შესახებ უკრაინული მასმედია წერდა, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილების გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

„Интерфакс-Украине“-სთან ინტერვიუში კი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ მის გუნდში არის შიდა კონფლიქტები, რომლებიც მას მუშაობაში ხელს უშლის.

„ყოველთვის ვიყავი მსგავსი კონფლიქტების წინააღმდეგი, ვინაიდან იქიდან გამარჯვებული არავინ გამოდის ხოლმე. ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენ ხან ხალხს ვკარგავთ ხოლმე, ხან დროს. ყველა, ვინც ოფისში მუშაობს, პროფესიონალია. ამ შემთხვევაში ვიღაცას დავკარგავთ, რადგან გამორიცხულია გამუდმებულ კონფლიქტში ცხოვრება“, – აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად