უკრაინის პრეზიდენტმა რადას ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რადაში, 2014 წლის 23 თებერვლიდან 2019 წლის 19 მაისამდე უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნების ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი წარადგინა, რომელის განმარტების ბარათში ნათქვამია, რომ პროექტის ამოცანაა სამომავლოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციაა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა rbc.ru ავრცელებს.

იმ შემთხვევაში თუ რადა მხარს დაუჭერს ზელენსკის კანონპროექტს, მასში შესაძლოა მოყვნენ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, უმაღლესი რადა სპიკერი, გენპროკურორი, ასევე უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ეროვნული ბანკის, ანტიმონოპოლიური კომიტეტის, სახელმწიფო ქონების ფონდისა და სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

შეგახსენებთ, პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი 2014 წლის 7 ივნისიდან 2019 წლის 19 მაისამდე იყო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...