უკრაინის პრეზიდენტმა მობილიზაციის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

პეტრე პოროშჩენკომ მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ბრძანების შესაბამისად, 2015 წელს მობილიზება სამ ეტაპად განხორციელდება. 

უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მის გადაწყვეტილებას უკრაინელი ხალხი მხარს დაუჭერს. 

უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლის ვლადიმერ ტალალაის ინფორმაციით, გაწვევა ისევ იმ კატეგორიის მოსამსახურეებს შეეხებათ, რომლებსაც შარშან შეეხოთ: უკრაინის მოქალაქეებს, ჯანმრთლობის მდგომარეობით სამსახურისთვის მზად მყოფთ და მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო განათლება აქვთ. 

20014-ის გაზაფხულის შემდეგ უკრაინაში უკვე მესამედ ცხადდება მობილიზაცია. თითოეულის მიმდინარეობისას 30 000-ზე მეტი ადამიანი გაიწვიეს. ბოლო მობილიზაცია გასული წლის სექტემბერში გამოცხადდა. ოქტომბრის ბოლოს პოროშჩენკომ განაცხადა, რომ შემდგომი მობილიზაციის საჭიროებას ვეღარ ხედავდა, მაგრამ სიტუაცია მალე შეიცვალა. მოგვიანებით, უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებები აუცილებელია არმიის გაძლიერებისთვის და სამხედრო მოსამსახურეთა 100 000-იანი რეზერვის შექმნისთვის.

კომენტარები
იტვირთება...