უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა.

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის 169/2020 ბრძანებულებაში „ეროვნული რეფორმების საბჭოსა და რეფორმების აღმასკომის საკითხები“, რომელიც ქვეყნის მეთაურმა 7 მაისს მოაწერა ხელი.

”გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მე მჯერა, რომ მას შეეძლება სტიმული მისცეს ეროვნული რეფორმების საბჭოს და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში, ”- განცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად