უკრაინის პრეზიდენტმა ალექსეი გონჩარუკი პრემიერის პოსტზე დატოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლამირ ზელენსკიმ გადაწყვიტა, პრემიერმინისტრს ალექსეი გონჩარუკს და მის მთავრობას შემდგომში მუშაობის შანსი მისცეს.

”იცით, როგორია ჩემი დამოკიდებულება პირადად თქვენი და თქვენი ახალგაზრდა მთავრობის მიმართ. ვიფიქრე და მიმაჩნია, რომ ეს სწორი იქნება. გადავწყვიტე, თქვენ და თქვენს მთავრობას მოგცეთ შანსი, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა”,- განაცხადა ზელენსკიმ პრემიერმინისტრთან შეხვედრის დროს, რომლის ამსახველი ვიდეოც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

უკრაინის პრეზიდენტმა ალექსეი გონჩარუკს მოუწოდა, სამინისტროებში, განყოფილებებსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებში ანაზღაურების თაობაზე ახალი კონცეფცია წარადგინოს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ხელფასები უკრაინაში არსებული ვითარებისთვის შესაბამისი უნდა იყო, რათა მათ ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ცხოვრება შეძლონ.

“ასე რომ, როდესაც თქვენ და თქვენი მთავრობა ეკონომიკას გააძლიერებთ, მაშინ შეგიძლიათ ხელფასები გაზარდოთ. თუ რომელიმე მინისტრი ვერ იმუშავებს იმ ანაზღაურებაზე, რასაც შესთავაზებთ, მაშინ დავემშვიდობებით”,-აღნიშნა ზელენსკიმ.

17 იანვარს, უკრაინის პრემიერმინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. უკრაინის პრემიერმინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ინტერნეტში აუდიოჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა, რომელიც სავარაუდოდ 2019 წლის დეკემბრის დახურულ შეხვედრაზე გაკეთდა. მასზე ადამიანები, რომელთა ხმაც უკრაინის პრემიერმინისტრის, უკრაინის ეროვნული ბანკის ხელძღვანელის მოადგილის და უკრაინის ფინანსთა მინისტრის ხმებს ჰგავს, განიხილავენ, თუ როგორ დააჯერონ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, რომ გრივნას გამყარება პოზიტიური ფაქტორია.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად