უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან, მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

უცნობმა მამაკაცმა, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო ოფისთან, სადაც ჯანდაცვის სისტემის რეფორმის განხორციელების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, თავის დაწვა სცადა.

მას მერე, რაც მამაკაცმა ცეცხლი წაიკიდა, იგი დააგდეს და ცეცხლი ჩააქრეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცს დამწვარი აქვს ხელები და ტანისამოსი, თუმცა მას სერიოზული დამწვრობები არ აღენიშნება. სასწრაფო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, მან წამოდგომა შეძლო.

თავად დაზარალებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი საქციელის მიზეზი უკრაინაში გამეფებული კორუფცია და ძარცვაა.

„აქ პირველად არ მოვსულვარ, აზრი არ აქვს. არ არის კანონი, მათთვის კანონი ფულია. გამოსავალს ვერ ვხედავ, ამიტომ მოვიქეცი ასე“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მან ჯერ ბენზინი გადაისხა, შემდეგ კი ცეცხლი წაიკიდა, რათა მისთვის და მისი მოთხოვნებისთვის ყურადღება მიექციათ.
მიტინგის ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მამაკაცი არ არის საპროტესტო აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად