უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბათუმშია

ვლადიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორის აეროპორტში, რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდა.

ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.

კომენტარები
იტვირთება...