უკრაინის პრეზიდენტი პუტინს, მინსკში მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს, მინსკში, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს.

„საჭიროა საუბარი? კი, საჭიროა. მოდით, განვიხილოთ, თუ ვისი არის ყირიმი და ვინ არ არის დონბასში“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, რომელსაც ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

უკრაინის ლიდერმა, მოლაპარაკებებში მედიუმად აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ჩართვა შესთავაზა.

„ჩვენ არც ვცვლით და არც უარს ვამბობთ რაიმე სახის დიპლომატიურ ფორმატზე. ჩვენ საუბრის ფორმატს ვთავაზობთ“, – ამბობს ზელენსკი.

კრემლში კი ამასთან დაკავშირებით აცხადებენ:

„უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა ასეთი სახის შეხვედრას პერსპექტივა, უნდა გაირკვეს, თუ რა არის ეს ახალი ფორმატი, რომელსაც გვთავაზობენ. აშშ არ არის ნორმანდიული პროცესების მონაწილე ქვეყანა. და როგორ უნდა მოვიქცეთ მინსკის შეთანხმებასთან დაკავშირებით, როდესაც ამ დოკუმენტის ბოლოში ნორმანდიული პროცესის წევრი ქვეყნების ხელმოწერებია და არ არის აშშ-ის ხელმოწერა? ცხადია, ეს ინიციატივა აუცილებლად იქნება განხილული.“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...