უკრაინის პრეზიდენტი ჩერნობილის ზონაში “მწვანე დერეფნის” გახსნის ინიციატივით გამოდის

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ჩერნობილის ზონა ახალი უკრაინის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ლოკაციად უნდა იქცეს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.
„დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომელიც ახალი უკრაინის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საწყისი იქნება“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, აღნიშნული განკარგულება ითვალისწინებს „მწვანე დერეფნის“ შექმნას, რომელიც ტურისტებისთვის იქნება განკუთვნილი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ზონაში ვიდეო გადაღებებიც ნებადართული იქნება, რაც ახლა აკრძალულია.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ „დროა, ჩერნობილის ზონა სამეცნიერო და ტურისტულ მაგნიტად იქცეს“.

„აქ თავისუფალ მიწას შევქმნით, რომელიც ახალი უკრაინის სიმბოლო გახდება, კორუფციის, სულელური კანონების გარეშე და ბევრი ინვესტიციებით მომავალში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის ავარია 1986 წლის 26 აპრილს მოხდა, რაც მსოფლიო ისტორიის ატომურ ენერგეტიკაში მომხდარი უმსხვილესი ტექნოლოგიური კატასტროფაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...