უკრაინის პრემიერმინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა პოსტის დატოვების შესახებ განაცხადი შეიტანა

უკრაინის უმაღლეს რადაში შევიდა ქვეყნის პრემიერმინისტრის ვლადიმირ გროისმანის განაცხადი პოსტის დატოვების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განაცხადი 23 მაისის თარიღით არის რეგისტრირებული.

გროისმანმა, ქვეყნის ხელისუფლების პოსტის დატოვების შესახებ ჯერ კიდევ 20 მაისს განაცხადა. ეს მოხდა მაშინვე მას მერე, რაც ინაუგურაციის ცერემონიალის შემდეგ, ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტი გააკრიტიკა.

პრემიერმა, აღნიშნული განცხადების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის უმაღლეს რადაში შეაქვს განაცხადი პოსტის დატოვების შესახებ და არა ქვეყნის პრეზიდენტის კაბინეტში. მან თანამდებობის დატოვების შესახებ 22 მაისსაც განაცხადა. ახალ პრემიერი თანამდებობაზე აგრეთვე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ხოლო უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა.

გროისმანამდე, თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადი შეიტანა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, აგრეთვე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...