უკრაინის პრემიერი: რუსეთისთვის საუკეთესო პასუხი უკრაინის წარმატების დემონსტრირება იქნება

რუსეთისთვის საუკეთესო პასუხი უკრაინის წარმატების დემონსტრირება იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა კიევში, იალტის ევროპული სტრატეგიის (YES) მე -16 ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას Украинская правда ავრცელებს.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი აგრესორისთვის საუკეთესო პასუხი ჩვენი საკუთარი წარმატებაა. უნდა დავანახოთ, რომ წარმატებული ვართ”,- განაცხადა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ მოსკოვთან ურთიერთობებში კიევი ძალიან პრაგმატული იქნება.

გონჩარუკმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა ყურადღებას გაამახვილებს იმ ამოცანებზე, რაც დაეხმარება უკრაინას, რაც შეიძლება სწრაფად წარმატებული ქვეყანა გახდეს.

გონჩარუკმა ასევე აღნიშნა, რომ იგი პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ქვეყნის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა, მაგრამ კონკრეტული განცხადებებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, კიევი აპირებს იპოვოს გამოსავალი, თუ როგორ შეიძლება მომავალში მოსკოვთან „თანაცხოვრება“.

აგვისტოს ბოლოს, ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან “ნორმანდიულ ფორმატში” (საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით) დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანიც აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციის მოგვარებაა. ზელენსკის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ ”თვალის დახუჭვით და დასავლეთის ლიდერების თანდასწრებით” შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად