უკრაინის პოლიცია შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციის ვიდეო კადრებს ავრცელებს

უკრაინიაში, კიევის ოლქის სოფელ ხოტიანოვკაში პოლიციამ ესროლა და მოკლა თავდამსხმელი, რომელმაც 10 დღის წინ, კიევის ობოლონსკის ოლქში, სპეცრაზმელებს ესროლა და KORD- ის ორი თანამშრომელი დაჭრა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლულია საქართველოს მოქალაქე, შოთა ჭიჭიაშვილი, რომელსაც 22 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ცნობისთვის, შოთა ჭიჭიაშვილი ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც ადამიანის გატაცებით და იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული. მის სახელს უკავშირდება საქართველოში არაერთი გახმაურებული საქმეები. მათ შორის, ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს და 18 წლის წინ პეტრე ცისკარიშვილისა და მისი საცოლის გატაცება

ასევე, შოთა ჭიჭიაშვილი ასახელებდნენ ესპანელი ბიზნესმენის ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის გატაცების ორგანიზატორად. რომლებიც მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ესპანეთის მთავრობამ მათ გამოსასყიდად2 მილიონი დოლარი გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად