უკრაინის პატრიარქმა ჯონ მაკკეინი უკრაინის მხარდაჭერისთვის ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი ვლადიმერ პირველის სახელობის ორდენით – უკრაინის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა,-ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

როგორც პატრიარქმა დაჯილდოების დროს აღნიშნა, მაკკეინი ევრომაიდანის დროს უკრაინას ეხმარებოდა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილიც შეიტანა.

პატრიარქი ფილარეტი ვაშინგტონში 6 თებერვლამდე დარჩება, ამ პერიოდის განმავლობაში ის აშშ-ში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლებს, დიპლომატებს, სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში პატრიარქი უკვე შეხვდა აშშ-ში უკრაინის ელჩს ალექსანდრ მოციკს. 

ცნობისათვის, პატრიარქი ფილარეტი ხვალ, ვაშინგტონში დაგეგმილ ღონისძიებაში, ეროვნულ ტრაპეზში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაესწრება.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად