უკრაინის მთავრობამ ვიტალი კლიჩკოს თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა

უკრაინის მთავრობამ ვიტალი კლიჩკოს კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს. შესაბამისი რეკომენდაცია მას უკვე გაუგზავნეს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა ალექსი გონჩარუკმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს.

”კლიჩკოს გადაყენებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კაბინეტს მივმართეთ,” – განაცხადა გონჩარუკმა.
უფრო ადრე ამის შესახებ Facebook-ზე ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ სახალხო დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ დაწერა.

როგორც ის აღნიშნავდა, კლიჩკოს გარდა, მთავრობის წევრები შეთანხმდნენ, თანამდებობიდან გათავისუფლდეს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ულიანა სუპრუნი. სახალხო დეპუატის თქმით, გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
”სუპრუნის თაობაზე გადაწყვეტილება საბოლოოა. კლიჩკოს შესახებ კი ახლა საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს ”,- წერს გონჩარენკო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...