უკრაინის მოსახლეობა, 18 წლის განმავლობაში 11,5 მილიონით შემცირდა

უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობის ელექტრონული აღწერა განახორციელა და დაადგინა, რომ რეალურად, ქვეყანაში 37 მილიონ 289 ათასი მაცხოვრებელია. ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

აღნიშნული ციფრი 4,5 მილიონით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის შემოდგომის ანალოგიური მაჩვენებელი. ასეთი სხვაობა იმით იხსნება, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ის მოქალაქეები, რომლებიც ყირიმში და დონბასში ცხოვრობენ და აგრეთვე ის მოქალაქეებიც, რომლებიც დროის დიდ ნაწილს საზღვარგარეთ ატარებენ.

ქვეყნის მოსახლეობის რეალური შემცირება, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა დმიტრი დუბილეტმა, რომელიც აღნიშნული აღრიცხვის შესახებ ბრიფინგს ატარებდა, ტერიტორიული დანაკარგებითა და შრომითი მიგრაციით ახსნა, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებლის შობადობის მაჩვენებელზე გადაჭარბებით.

უკრაინის მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა 1989 წელს დაფიქსირდა – 51,7 მილიონი ადამიანი. მას მერე აღნიშნული ციფრი მცირდება. 2001 წელს, როდესაც აქამდე უკრაინის მოსახლეობის ბოლო აღწერა ჩატარდა, მაჩვენებელმა 48,6 მილიონი ადამიანი შეადგინა. გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მაიდანის და დონბასის კონფლიქტამდე, ეს მაჩვენებელი 45,3 მილიონამდე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად