უკრაინის მოქალაქეობა კიდევ ერთმა ქართველმა მაღალჩინოსანმა მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოდესის განყოფილების უფროსს გიორგი ლორთქიფანიძეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

„ვბრძანებ, საქართველოს მოქალაქეს გიორგი ლორთქიფანიძეს, დაბადებულს 1968 წელს, მიენიჭოს უკრაინის მოქალაქეობა“ – ნათქვამია ბრძანებულებაში. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოდესის განყოფილების უფროსად გია ლორთქიფანიძე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. ლორთქიფანიძე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების შესახებ ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, მისი დანიშვნის დღესვე ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად