უკრაინის მონასტერში ხელის ანტისეპტიკური საშუალებების დამზადება დაიწყეს

კიევის მამათა მონასტერში, რომელიც დაარსებულია XI საუკუნეში, ეპიდემიოლოგიური ვითარებისდა გამო, დაიწყეს ხელის ანტისეპტიკური საშუალებების დამზადება. ამის შესახებ წერს Reuters.

ბერები აცხადებენ, რომ შექმნის პროცესში მკაცრად იცავენ იმ რეცეპტს, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აწესებს.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სოციალური დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, რომან ხოლოდოვის თქმით, აღნიშნული საშუალებები უფასოდ ნაწილდება მთელ უკრაინაში.

20 მარტს, ქვეყნის ხელისუფლებამ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმი დააწესა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად