A1 ბანერი

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელი კრება 15 დეკემბერს გაიმართება

უკრაინის ეკლესიების გამაერთიანებელი კრება კიევში 15 დეკემბერს გაიმართება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ Twitter- ის გვერდზე დაწერა.

მან განმარტა, რომ კრება კიევში, წმინდა სოფიოს ტაძარში შედგება.

უკრაინის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ მას წერილობით აცნობა, რომ კრებაზე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია), მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები მიიწვია.

„უკრაინის სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეიძლება და უნდა გაკეთდეს. ახლა უზარმაზარი პასუხისმგებლობა უკრაინის ეკლესიების იერარქიას ეკისრება”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...