უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სამმხრივი შეხვედრა ჩაიშალა

მინსკში გამართული სამმხრივი შეხვედრა უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სეპარატისტების წარმომადგენლების არგამოცხადებისა და მათი წარმომადგენლების მიერ მოლაპარაკებებზე უარის თქმის გამო ჩაიშალა,-ამის შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომადგენელმა, უკრიანის ექს-პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ “ინტერფაქს-უკრაინასთან” საუბრისას განაცხადა. 

“დღევანდელი კონსულტაციები მინსკის შეთანხმებების შესრულების გეგმის შესახებ, სადაც სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული ყველა ნაბიჯია აღწერილი, ჩაიშალა – ამ შეთანხმების ხელმომწერი პირების ა.ზახარჩენკოსა და ი.პლოტნიცკის არ გამოცხადების გამო. ასევე მათი წარმომადგენლების ულტიმატუმების გამო, რომლის თანახმად, მათ მოითხოვეს კიევისგან ცეცხლის შეწყვეტა და მძიმე ტექნიკის გამოყვანა – მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად”,-განაცხადა კუჩმამ.

როგორც კუჩმამ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა, ნებისმიერ შემთხვევაში შესრულდეს მინსკის 2014 წლის 5 და 19 სექტემბრის შეთანხმებები.

“უკრაინის მხარე არ იღებს არანაირ ულტიმატუმებს და წინაპირობებს. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის პრინციპული პოზიციაა – იმ შეთანხმებების სრული და უპირობო შესრულება, რომლებიც მინსკში 2014 წლის 5 და 19 სექტემბერს გაფორმდა. ეს შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადებას გულისხმობს”,-აღნიშნა კუჩმამ.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ კი აღნიშნულ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ბოევიკების მხარდაჭერის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ავსტრალიამ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, საპასუხოდ რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად