უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს მაქსიმ სტეპანოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

“მეგობრებო, დღეს სიფრთხილისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის მიუხედავად, სამწუხაროდ, მე მივიღე დადებითი პასუხი COVID-19- ზე”, – წერს სტეპანოვი.

მან დაამატა, რომ ის სახლში იზოლირებულად იმყოფება და დისტანციურად მუშაობს.

მანამდე კორონავირუსით დაინფიცირდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. შაბათს, 14 ნოემბერს, მან თქვა, რომ კარგად გრძნობს თავს და დისტანციურად განაგრძობს მუშაობას. ახლა ის ფეოფანიას საავადმყოფოში მკურნალობს.

ამ კვირაში COVID-19 დიაგნოზირებულია უკრაინის ფინანსთა მინისტრი, რადას სპიკერი და ქვეყნის პრეზიდენტის აპარატის უფროსი.

უკრაინაში, შაბათს 0:00 საათზე ძალაში შევიდა “შაბათ-კვირის საკარანტინო” რეჟიმი, რომელიც გაგრძელდება ორშაბათს შუაღამემდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად