უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანა პანდემიის მესამე ტალღიდან გამოვიდა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა თქვა, რომ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღადან გამოვიდა. ამის შესახებ მან “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე განაცხადა.

“საბოლოოდ, შემიძლია განვაცხადო, რომ პანდემიის მესამე ტალღადან გამოვედით. ხვალიდან უკრაინაში აღარ იქნება არცერთი რეგიონი, სადაც წითელი დონის ეპიდემიური საშიშროება დაფიქსირდება”, – წერს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი.
სტეპანოვმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის მესამე ტალღამ პირველ ორთან შედარებით მეტი სიცოცხლე შეიწირა. პიკის პერიოდი იყო მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 44 ათასი პაციენტი იმყოფებოდა, რომელთაც ჟანგბადის თერაპია ესაჭიროებოდათ.
როგორც ცნობილია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსული ინფექციის 8 529 შემთხვევა დაფიქსირდა, გართულებების შედეგად 379 ადამიანი გარდაიცვალა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...