უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კატასტროფული იყოს

ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა უკრაინაში შესაძლოა კატასტროფულად დიდი იყოს, თუკი არ გავაძლიერებთ დაავადებასთან ბრძოლის ზომებს, – ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ილია ემეცმა განაცხადა.

“ზოგიერთი შეგნებულად შექმნის წინაღობას სამინისტროს მუშაობაში. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუკი მომავალშიც ასე შეგვიშლიან ხელს მუშაობაში, მსხვერპლის რაოდენობა კატასტროფული იქნება”, – განაცხადა ემეცმა.

ამასთან, მან განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა მაინც ნებისმიერ შემთხვევაში გაიზრდება, ვინაიდან COVID-19 სახის ახალი კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება. მინისტრის განცხადებით, უკრაინაში უკვე შეაღწია ვირუსმა, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებას შეუძლია მოახდინოს მისი ლოკალიზაცია და დაავადებულებზე კონცენტრირება.

ემეცმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინის ჯანდაცვის სისტემა მზად არ აღმოჩნდა ეპიდემიისთვის იმის გამო, რომ სისტემა თითქმის მთლიანად ჩამოშლილია.

“მოვითხოვ, რომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთიანი ოპერატიული შტაბი. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მსხვერპლის რაოდენობის შემცირება, თუკი ვიმოქმედებთ ეფექტიანად”, – აცხადებს მინისტრი.

აქამდე, 25 მარტს, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. რეჟიმი 24 აპრილამდე იქნება ძალაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად