უკრაინის გენერალური პროკურორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სასამართლომ უკრაინის ანტიკორუფციულ ეროვნულ ბიუროს (NABU) ქვეყნის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას Украинские новости ავრცელებს.

იური ლუცენკოს ბრალად უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენება ედება.
”სასამართლომ დააკმაყოფილა განმცხადებლის საჩივარი NABU- ს უმოქმედობის შესახებ და ბიუროს უბრძანა, ლუცენკოს მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ანტიკორუფციულმა ეროვნულმა ბიურომ იური ლუცენკოს წინააღმდეგ საქმის აღძვრა1 თებერვალსაც მოითხოვა, მაგრამ უწყებამ იგი უგულებელყო. სხვა დეტალები უცნობია.

მანამდე, იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ის უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ეროვნულ ბიუროში დაკითხვაზე რეგულარულად ცხადდება. ლუცენკომ დასძინა ისიც, რომ უწყებაში მისი ხშირი ვიზიტი დაკითხვისა და ჩვენების მიცემის თაობაზე კანონთან სრულ შესაბამისობაშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...