უკრაინის გენერალური პროკურორი დაკითხვაზე დაიბარეს

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ქვეყნის ანტიკორუფციულ ბიუროში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო UNIAN-ი ავრცელებს.

როგორც მედია აღნიშნავს, იგი ივან ბუბენჩიკის საქმეშია ეჭვმიტანილი, რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, სამართალდამცავთა ან სამხედრო მოსამსახურეთა სიცოცხლის მოსპობა, ასევე იარაღის უკანონო ტარება.

იური ლუცენკო  ანტიკორუფციულ ბიუროში დაკითხვაზე, უკრაინის დროით, 15.00 საათზე  უნდა გამოცხადდეს.

ლუცენკო “მაიდანის” ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა რომელიც 2005—2006 და 2007—2010 წლებში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ის 2016 წლის 12 მაისიდან უკრაინის გენერალური პროკურორია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად