უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტის აკრძალვას ითხოვს

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს საიტი აქვეყნებს

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ ენერგეტიკის და კომუნალური მომსახურების დარგში სახელმწიფო რეგულირების განმახორციელებელ ნაციონალურ კომისიას რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტის აკრძალვისკენ მოუწოდა.

მარეგულირებელი ორგანოსადმი გაგზავნილ წერილში მინისტრი ენერგეტიკული თანამეგობრობის არაწევრი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეუზღუდაობის უკრაინის სტრატეგიულ მიზნებთან და უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან შეუთავსებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ელექტროენერგიის იმპორტი აუარესებს მწარმოებელთა ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და გავლენას ახდენს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გენერირებადი მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების ხარისხზე და სისრულეზე და საბოლოო ჯამში, ამუხრუჭებს ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელში (ENTSO-E) უკრაინის ინტეგრაციის პროცესს, – ნათქვამია ენერგეტიკის მინისტრის მიმართვაში.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მიერ მარეგულირებელ ორგანოსადმი მიმართვამდე უკრაინის რადას დეპუტატმა მიხაილ ვოლინეცმა გამახვილა ყურადღება ელექტროენერგიის შემცირებულ ფასებში მიწოდებით უკრაინის ენერგეტიკული სისტემის ნგრევისკენ მიმართულ რუსეთის მცდელობაზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...