უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ბელარუსთან და რუსეთთან ერთიანი ელექტროსისტემიდან გამოსვლის აუცილებლობაზე საუბრობს

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იური ვიტრენკო საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი და დღემდე შენარჩუნებული ბელარუსთან და რუსეთთან ერთიანი ელექტროსისტემიდან გამოსვლის აუცილებლობის შესახებ საუბრობს

უკრაინის ტელეეთერში, სავიკ შუსტერის თოქ-შოუში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა  იური ვიტრენკომ განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მისი ძირითადი ამოცანა ბელარუსთან და რუსეთთან შექმნილი ერთიანი ელექტროსისტემიდან გამოსვლის საკითხის გადაჭრაა,

„ელექტროენერგიასთან დაკავშირებით… ჩვენ სასწრაფოდ გვესაჭიროება… გამოვიდეთ ბელარუსთან და რუსეთთან ერთიანი ელექტროსისტემიდან, გავერთიანდეთ ევროპულ სისტემასთან და სწორედ ის იქნება ჩემი ძირითადი ამოცანა, რომ გავხდეთ ნაწილი ევროპის… ნორმალური ბაზრის, სადაც არაა მონოპოლისტთა თვითნებობა, სადაც ნორმალური, გამჭვირვალე ფასებია. ეს უკრაინის, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესებშია, ხოლო ენერგეტიკული უსაფრთხოება – ეს ეროვნული უსაფრთხოებაა”, – განაცხადა ვიტრენკომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად