უკრაინის ელჩი ილია II-ს: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იქნება

გუშინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.

ელჩებმა მხარდაჭერა და თანდგომა გამოუცხადეს მის უწმინდესობას და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში.

“,ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვაფასებთ იმ დიდ როლს, რაც გაკისრიათ საქართველოს წინაშე. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პრობლემებს, რომლებიც ახსენეთ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იქნება. მინდა წარმატება გისურვოთ თქვენ, რომ გაუძღვეთ ქართველ ხალხს უკეთესი მომავლისკენ. – უკრაინის ელჩი, ბ-ნი იგორ დოლგოვი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბრძანა:

,,ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 % – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის.

სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

მე მადლობელი ვარ და საქართველო მადლობელია თქვენი დახმარებისა, თქვენი თანადგომისა.’’ – განაცხადა ილია მეორემ შეხვედრაზე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად