უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა

“ბიბისის” უკრაინულენოვანი ბიურო ავტორიტეტულ ბერძნულ მართლმადიდებლურ გამოცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის მთლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა კიდევ ერთმა ეკლესიამ აღიარა

კონსტანტინეპოლის და ელადის (საბერძნეთის)მართლმადიდებელი ეკლესიების შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა – პატრიარქმა თეოდორ მეორემ მიტროპოლიტი ეპიფანე ლოცვაში მოიხსენია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მართმადიდებელმა ეკლესიამ ევქარისტული კავშირი გაწყვიტა კონსტანტინეპოლის და ელადის მართლმადიდებელ ეკლესიებთან მათ მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის გამო.

მსოფლიოში სულ 14 ავტოკეფალური ეკლესია და ორი ავტოკეფალური სამიტროპოლოა:

კონსტანტინეპოლის;
ალექსანდრიის;
ანტიოქიის;
იერუსალიმის;
საქართველოს;
რუსეთის;
სერბეთის;
რუმინეთის;
ბულგარეთის;
კვიპროსის;
ელადის;
ალბანეთის;
პოლონეთის სამიტროპოლო;
ჩეხეთის და სლოვაკეთის სამიტროპოლო;
ამერიკის;
უკრაინის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად