უკრაინელმა ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიას სოლიდარობა გამოუცხადა და პუტინს აგინა (ვიდეო)

უკრაინელმა ტელეწამყვანმა არტემ ოდვიენკომ Facebook-ის გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან ქართველ ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას სოლიდარობა გამოუცხადა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მშობლიურ ენაზე აგინა.

7 ივლისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აგინა.
ჟურნალისტის განცხადების შემდეგ, “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა. 8 ივლისს, ღამით დემონსტრანტები შეიკრიბნენ და გიორგი გაბუნიას გათავისუფლება მოითხოვეს. უსაფრთხოების გამო, ტელეარხმა რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეწყვიტა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლის ხელმძღვანელის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ეთერში გავიდა, “ქართველთა დიდი სირცხვილია”.

8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერეს, მაგრამ მის გათავისუფლებას არ გეგმავენ.

8 ივლისიდან, რუსეთმა თბილისში ანტირუსული პროტესტის გამო, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა.
8 ივლისს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირომ მთავრობას შესთავაზა, ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფის საპასუხოდ, რუსეთს საქართველოდან ღვინისა და მინერალური სასმლის მიწოდება აეკრძალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...