უკრაინელმა კაპიტანმა 27 მიგრანტი გადაარჩინა, თუმცა ევროკავშირის ქვეყნები მათ მიღებაზე უარს აცხადებენ

კაპიტანი ვლადიმირ ეროშკინს და მის 21-კაციან გუნდს ახლა მხოლოდ ერთი რამ აწუხებთ: არ დაუშვან, რომ ვინმემ იმ 27 გადარჩენილი მიგრანტიდან თავი მოიკლას.

გასულ კვირას, ერთ-ერთი მიგრანტი იმუქრებოდა, რომ ზრვაში გადახტებოდა, ხოლო კვირას სამმა მიგრანტმა ეს რეალურად გააკეთა.

ეკიპაჟის სწრაფი მოქმედებების წყალობით, ისინი კვლავ გადაარჩინეს. ჯერჯერობით არავინ იცის რამდენ ხანს მოუწევთ ბორტზე დარჩენა და კიდევ რამდენი ინციდენტი მოხდება.

პრობლემა იმაშია, რომ ეროშკინი ვერ პოულობს ნავსადგურს, რომელიც მათ ყველას მიიღებს, 25 კაცს, ერთ ქალს და ერთ ბავშვს.

“ჩვენ უძრავად ვდგავართ. ახლა დანიშნულების პორტი არ გვაქვს. არავის სურს ამ ხალხის მიღება”, – თქვა ეროშკინმა BBC-სთან ინტერვიუში. მისი ხომალდი “Маерск Этьен” ახლა მალტის სანაპიროებთანაა ხმელთაშუა ზღვაში.

ეროშკინის თქმით, სიტუაცია კრიტიკულია, რადგან მისი გემი არ არის განკუთვნილი მგზავრების გადასაყვანად, ხოლო ეკიპაჟი არ მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციებში. ასევე, გუნდში არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა.

“ყოველდღე ხალხი სულ უფრო სასოწარკვეთილია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უსაფრთხოება და ჰიგიენა დავიცვათ”, – თქვა მან.

“ამ ადამიანებს არ აქვთ ნაპირზე გადასვლის უფლება. გემი პარალიზებულია და ვერსად წავა”, – თქვა მან.

ოთხი წლის წინ, მიგრაციის კრიზისის მწვერვალზე, ასობით ადამიანი დაიღუპა წყალში და ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო.

იმ დროს ეროშკინის ხომალდი ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა და კაპიტანმა ასობით მიგრანტის გადასარჩენა გადაწყვიტა.

“ჩემმა გემმა ზღვიდან 353 ადამიანი აიყვანა. 24 საათის შემდეგ ისინი იტალიაში შევიდნენ”, – თქვა მან.

ასობით წლის განმავლობაში მეზღვაურები ხალხს არჩენდნენ ზღვაში და, საერთაშორისო საზღვაო კონვენციის თანახმად, გადარჩენილებს უახლოეს პორტში იღებდნენ.

ეროშკინი ზუსტად ამას ცდილობს, მაგრამ არც მალტას და არც იტალიას არ სურთ არალეგალი მიგრანტების მიღება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად