უკრაინელი ჟურნალისტი პუტინს: რაც მალე გნახავთ საფლავში, მით მეტ საფერავს და წინანდალს დავლევთ (ვიდეო) 

უკრაინელმა ჟურნალისტემა არტემ ოდვიენკომ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართავა გაავრცელა და  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მშობლიურ ენაზე აგინა.

არტემ ოდვიენკომ ქართველ კოლეგას გიორგი გაბუნიას სოლიდარობა გამოუცხადა.

“ქართველი კოლეგები “რუსთავი 2”-დან, თავს არ მისცემენ უფლებას, რომ მოიტყუონ. პუნიტო შენ ხარ ყ..ე! და რაც ადრე გნახავთ საფლავში თეთრი ფაჩუჩებით, მით უფრო მეტ საფერავს და წინანდალს დავლევთ ამ სასიხარულო დღეს. თუმცა, სანამ შენმა ბოტოქსმა საბოლოოდ არ შეჭამა შენი ტვინი, ერთი რამე განმიმარტე, რატომ მოცოცავ ჩვენთან? შენი შეშინებული საჯდომით? რატომ არ ეტევი შენს სკამში? რატომ მოცოცავ და მოცოცავ? ჩვენთან – უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში?

შენს ქვეყანაში ხომ უამრავი პრობლემა გაქვს”  როგორიც იყო წყალდიდობა, როცა შენს მაშველებს ჩაეძინათ, როგორიც შენი ძველი წყალქვეშა ნავია, რომელიც იძირება და შენ თვალი ლურჯი ფერით გადაღებე და თანამედროვე საშიშ იარაღს ეძახი, როგორც შენს მორიგ ვერტმფრენს, რომელიც ნეხვით და ჯოხებით არის აწყობილი. შენ გიფუჭდება ათასკილომეტრიანი ნავთობსადენის მილი და გიბინძურდება, რადგან შენ ბოლო 20 წლის მანძილზე დააბინძურე ყველა პოლიმერი.

ჩვენ, ქართველებთან ერთად კი არ უნდა შეგახსენოთ, რომ შენ ყ..ე ხარ, არამედ შენმა რუსებმა უნდა გითხრან და რაც შეიძლება ძალიან მალე. თუმცა, სანამ რუსები დუმან, პუტინი მოცოცავს უკრაინაში თავისი ძმური ბო..ური სიყვარულით. ამიტომ, უკრაინელებმა თავიანთ ქართველ ძმობილებთან უნდა ითათბირონ, როგორ დაიცვან თავი “უცნაური რუსული სამყაროსგან”.

ამიტომ “ტელეარხი 24″(24 канал) გამართავს ტელეხიდს “რუსთავი 2”-თან კიევი-თბილისი, რომლის ყურება უკვე ამ პარასკევს უკრაინის დროით 19:00 საათზე იქნება შესაძლებელი, როგორც ეთერში, ასევე “ფეიბსუქზე” და “იუთუბზე.

ყურება რუსეთშიც შეეძლებათ, თუმცა ამისთვის მოუწევთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან საბუთის აღება სულიერი განმტკიცებისთვის. ასევე მიმართეთ “ერთიანი რუსეთის” პარტორგანიზაცას, შემდეგ კი ეს წარადგინეთ რუსეთის უშიშროების სამსახურში და მოგცემენ ტალონს 2 საათი ინტერნეტით სარგებლობისთვის”, – განაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად