უკრაინელი დიპლომატი: პუტინსა და მაკრონს შორის გამართული შეხვედრით ანტი-რუსული სანქციები დასამარდა

უკრაინელმა დიპლომატმა რომან ბესმერტნიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და მის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრას ანტი-რუსული სანქციების „დასამარება“ უწოდა. მან ამის შესახებ ტელეარხ UA: Первый-ს ეთერში განაცხადა, რომლის ჩანაწერიც მან თავის Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

”პრეზიდენტი მაკრონის სიტყვით გამოსვლამ სანქციები დაასამარა ”,- წერს ის ვიდეოზე კომენტარის სახით.

რომან ბესმერტნი ერთი თვის განმავლობაში დონბასში არსებული ვითარების დარეგულირების საკითხზე პოლიტიკურ ქვეჯგუფს წარმოადგენდა.
9 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ის კიევის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნა, ხოლო 13 აგვისტოს თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კვირას, 19 აგვისტოს, ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა პროვანსის სანაპიროზე მდებარე Fort Berganson- ის რეზიდენციაში მოლაპარაკებები გამართეს, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

მხარეებმა სირიაში, ლიბანში არსებული ვითარება და ირანის ბირთვული ხელშეკრულება განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში სიტუაციის მოსაგვარებლად “ნორმანდიულ ფორმატში” შეხვედრის გამართვა და ციმბირში გაჩენილი ხანძარი იყო.

გარდა ამისა, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან აქციები რუსეთში დაგეგმილ არჩევნებს დაუკავშირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად