უკრაინელი ბიზნესმენი სააკაშვილს საწარმოს ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს

„ოდესის საპორტო ქარხნის“ დირექტორის მოადგილე ნიკოლაი შურიკოვი ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ქარხნის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გუბერნატორი მედიაში არასწორი ინფრმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.

„გუბერნატორის არაკომპეტენტურობა და სკანდალური ქმედებები, შესაძლოა, გახდეს „ოდესის საპორტო ქარხნის“ პრივატიზაციისას ღირებულების შემცირებისა და საწარმოო კავშირების დარღვევის საბაბი გახდეს“, – წერს უკრაინული მედია ნიკოლაი შურიკოვის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

შურიკოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ხმამაღალი განცხადებები, იმის შესახებ რომ ქარხანაში მიმდინარე კორუფციული გარიგებები საწარმოს მნიშვნელოვნად აზარალებს, უსაფუძვლოა და ამაზე მეტყველებს საწარმოს 2015 წლის 9 თვის ფინანსური ანგარიში.

„წინა წლებისგან განსხვავებით საწარმოო სიმძლავრეები სრულად დატვირთულია. გადახდილია საბიუჯეტო გადასახადები, არ არის სახელფასო დავალიანება, წინმსწრებად არის დაფარული საბანკო კრედიტი. წმინდა მოგება 205 მლნ გრივნაა და ეს მაშინ როცა საწარმოს ზარალმა 2014 წელს 243 მლნ გრივნას მიაღწია,“ – განმარტავს შურიკოვი და მიიჩნევს, რომ სააკაშვილი იმათი „რუპორია“, ვისაც მომგებიანი საწარმოს ხელში ჩაგდება და საკუთარი ხელმძღვანელობის დანიშვნას სურს.

„სამწუხაროდ, ოდესის გუბერნატორს თავის მმართველობის პერიოდში ღირებული არაფერი შეუქმნია, ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯები უკვე აშკარაა. ჩვენ დავიცავთ საწარმოს ინტერესებს და ჩვენს დასაქმებულებს და არავის მივცემთ ათასობით ადამიანის ხელით შექმნილის დანგრვის უფლებას.“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...