უკრაინელები მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონების პრორუსულმა საქციელმა აღაშფოთა

უკრაინული კრივის ვარსკვლავები, ოლიმპიური ჩემპიონები – ალექსანდრ უსიკი და ვასილ ლომაჩენკო, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულების კვლევის ცენტრმა თავის თავის ბაზაში შეიყვანა

კვლევის ცენტრ “მშვიდობისმყოფელის” მიერ ბაზაში ალექსანდრ უსიკის და ვასილ ლომაჩენკოს შეყვანა მათი დოკუმენტურ ფილმში, “გამარჯობა, ძმაო. ქრისტე აღდგა!” მონაწილეობის გამო მოხდა.

“მე ნათესავები მყავს რუსეთში, ჩემი მეტოქეები არიან რუსები, მე ყველასთან მაქვს ურთიერთობა, ყველასთან ვმეგობრობ და მე არ შემიძლია უბრალოდ შევწყვიტო ურთიერთობა მათთან იმის გამო, რომ მე მითხრეს, ესაა ქვეყანა, რომელიც ებრძვის ჩვენ ქვეყანას. ეს მართალი გითხრათ, გაუგებარია ჩემთვის”, “ჩვენ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ერთ მიწაზე” – ამბობს ფილმში ლომაჩენკო.

“იმის გამო, ვიღაც-ვიღაცები პორტფელებს იყოფენ, მე ადამიანებთან მეგობრობის გაყოფას არ ვაპირებ”, “არ მაინტერესებს რას იძახიან ჩემზე, მე ჩემი შეხედულება მაქვს, უკვე ჩამოყალიბებული შეხედულება. მე პატარა ბიჭი არ ვარ, 12 წლის. მე არავისი არაფერი მმართებს, გამოვიმუშავებ, არავის არ ვპარავ. პატიოსნად გამოვიმუშავებ ჩემი შრომით”, – აცხადებს ფილმში უსიკი.

ლომაჩენკოს და უსიკის რუსულ პროპაგანდისტულ ფილმში მონაწილეობამ და მათმა პრორუსულმა შეხედულებებმა უამრავი უკრაინელის აღშფოთება გამოიწვია.

“უსიკის და ლომაჩენკოს პოზიცია – უკრაინის სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციაა. ორივე არის მ საბჭოური მალოროსიის მკვეთრი წარმომადგენელი”, “უსიკი და ლომაჩენკო – საშიშები არიან სახელმწიფოსთვის. არაა საჭირო ამოფარება ლოზუნგებს, რომ ისინი უკრაინას სპორტში ასახელებენ. უკაცრავად, მაგრამ არ გვინდა ასეთი სახელის მოტანა. წადით რუსეთში. და თუ არ მიდიხართ, მე იმედი მაქვს, რომ დადგება დრო, როცა პასუხს აგებთ თქვენი ანტიუკრაინული საქციელის გამო”, – ამბობს უფლებადამცველი, პოლიტპატიმარი, უკრაინის ჰელსინკის ჯგუფის დამფუძნებელი მიროსლავ მარინოვიჩი.

“ეს არაა ნორმალური! რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ სახელმწიფოსთან ნებისმიერი კონტაქტების” – აცხადებს საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასისი ორგზის მფლობელი, 1962 და 1966 წლების მსოფლიო ჩემპიონატებში საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, 1972 წლის ოლიმპიურ თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი საბჭოთა კავშირის რიგებში, უნგრული წარმოშობის უკრაინელი ფეხბურთელი იოჟეფ საბო.

“ჩემთვია არ ექნება მნიშვნელობა, თუ ეს ბიჭები შეწყვეტენ უკრაინის დროშის ქვეშ გამოსვლას. უსიკი და ლომაჩენკო ძლიერები არიან კრივში, მაგრამ ძალიან სუსტები არიან გონებრივ ჟანრში. არ მესმის მათი, ვისთვისაც ესენი კუმირები არიან. სპორტსმიღმა მათი ქცევა გამოჭმული კვერცხად არ ღირს (ორიგინალშია: Їхні вчинки поза спортом не вартують виїденого яйця. – “აიპრესი”)”, ამბობს ტელეწამყვანი და პროდიუსერი იგორ კონდრატიუკი.

ცნობისთვის: ალექსანდრ უსიკი ევროპის, მსოფლიო, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ამჟამად მოქმედი, დაუმარცხებელი მსოფლიო ჩემპიონია მძიმე წონის პროფესიონალ მოკრივეებს შორის, ხოლო ვასილ ლომაჩენკო ევროპის, მსოფლიო ორგზის, 2008 წლის პეკინის და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ამჟამად მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია მსუბუქი წონის პროფსიონალ მოკრივეთა შორის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად