უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის მიხეილ სააკაშვილი ბოლო ადგილზეა

კვლევა ჩატარებულია რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიური სამსახურის მიერ 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპოდენტების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გამოკითხულ იქნა 18 წლიდან ასაკის 2020 რესპოდენტი უკრაინის ყველა რეგიონიდან, გარდა ყირიმისა და დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიებისა, შესაბამისი ამონაკრების თანახმად, რომელიც ასახავს ზრდასრულ მოსახლეობას ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შესაბამისად. თეორიული ცდომილება (დიზაინ-ეფექტის გათვალისწინების გარეშე) არ აღემატება 2.3%, 0.95 ალბათობით.

გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „2019 წლის შემდგომი პარტიული სისტემა უკრაინაში: საკვანძო თავისებურებები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება რაზუმკოვის ცენტრის მიერ, უკრაინაში კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობასთან ერთად.

ქვეყანაში არსებული სიტუაციის ზოგადი შეფასება
რესპოდენტთა 17.5% მიიჩნევს, რომ უკრაინაში მოვლენები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, 65.5% – რომ არასწორი მიმართულებით. უკრაინელების 19.5% სჯერა, რომ უკრაინას ძალუძს არსებულ პრობლემებთან და სირთულეებთან უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში გამკლავება. 50% აზრით, პრობლემებთან გამკლავება უფრო შორეულ პერსპექტივაში იქნება შესაძლებელი, 20% აზრით კი უკრაინას არ შეუძლია არსებულ პრობლემებთან გამკლავება.

ნდობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ

სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის, ყველაზე მეტად ენდობიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს (66%), ეკლესიას (62%), განსაკუთრებული სიტუაციების ეროვნულ სამსახურს (60%), მოხალისეთა ორგანიზაციებს (60%), ეროვნულ სასაზღვრო სამსახურს (55%), ადგილობრივი თვითმმართველობის ხელძღვანელს (54%), უკრაინის ეროვნულ გვარდიას (52%), სამოხალისო ბატალიონებს (52%), ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოს (50%).

უნდობლობა ყველაზე ხშირად გამოიხატება სახელმწიფო აპარატის (79%), რუსეთის მედიის (79%), უკრაინის უმაღლესი რადას (76%), სასამართლო სისტემის (75%), მთავრობის (75%), პოლიტიკური პარტიების (73%), კომერციული ბანკების (73%), ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (72.5%), სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის (70%), უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს (70%), პროკურატურის (70%), საკონსტიტუციო სასამართლოს (65%), ეროვნული ბანკის (64%), ადგილობრივი სასამართლოების (63%), უმაღლესი სასამართლოს (63%), პრეზიდენტის (60%), პროფკავშირების (54%), ეროვნული პოლიციის (53%), უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (51%) მიმართ.

პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მიმართ ნდობის ხარისხის შეფასებისას, გამოკითხულთა უმეტესობა უნდობლობას გამოხატავს ყველა პოლიტიკოსის მიმართ, ვისი გვარიც შეყვანილ იქნა გამოკითხვაში. შედარებით უფრო ხშირად, გამოკითხულები ენდობიან ვ. ზელენსკის (ენდობა 33%, არ ენდობა 62%) და დ. რაზუმკოვს (შესაბამისად 30%-57%).

ი. ბოიკოს ენდობა 22%, არ ენდობა 69%, პ. პოროშენკოს – 22% და 73%, ს. ვაკარჩუკს – 18% და 70%, ლ. კრავჩუკს 17% და 72%, ი. ტიმოშენკოს – 17% და 77%, ვ. მედვედჩუკს – 15.5% და 76%, დ. შმიგალს – 12% და 69%, ა. ავაკოვს – 12% და 76%, მ. სააკაშვილს – 10% და 80%, ა. ერმაკს – 8% და 59%, ი. ვენედიქტოვას – 6% და 62%.

მოქალაქეების ელექტორალური განწყობები

უახლოეს მომავალში უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნები რომ ტარდებოდეს, შედარებით მაღალ მხარდაჭერას პარტია „ხალხის მსახური“ მიიღებდა (მას ხმას მისცემდა გამოკითხულთა 19%, ან 28% მათ შორის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა და კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა). „ევროპულ სოლიდარობას“ ხმას მისცემდა შესაბამისად 13% ან 21%, „ოპოზიციურ პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ – 12 ან 16.5%, „სამშობლოს (ბატკივშჩინა)“ – 6% ან 8%, „ძალა და ღირსებას“ – 3% ან 5%, „თავისუფლებას“ – 2.5% ან 4%, „ხმას“ – 2% ან 3%, „შარიის პარტიას“ 2% ან 2%, „მომავლისთვის“ – 2% ან 2%, „სამოქალაქო პოზიციას“ – 1% ან 2%, „ოლეგ ლიაშკოს რადიკალურ პარტიას“ – 1% ან 2%, „გროისმანის უკრაინულ სტრატეგიას“ – 1% ან 2%, „ჩვენი მხარე“ – 1% ან 1%, „პროპოზიციას“, „ოპოზიციურ ბლოკს“, „პალჩევსკის გამარჯვებას“ – 1% ნაკლები.

უახლოეს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას ვ. ზელენსკი მიიღებდა (გამოკითხულთა 21%, ან 31% მათ შორის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა და კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერა). პეტრო პოროშენკოს ხმას მისცემდა შესაბამისად 14% ან 21%, ი. ბოიკოს – 12% ან 17%, ი. ტიმოშენკოს – 6% ან 8%, ი. სმეშკოს – 4% ან 6%, რ. კოშულინსკის – 2% ან 3%, ო. ლიაშკოს – 2% ან 2%, ო. ვილკულს – 1% ან 1%.

 კვლევის შედეგები

ზოგადად, როგორ ფიქრობთ, უკრაინაში მოვლენები სწორი თუ არასწორი მიმართულებით ვითარდება?

სწორი მიმართულებით 17,5
არასწორი მიმართულებით 65,5
მიჭირს პასუხის გაცემა 17,0


როგორ თვლით, უკრაინას ძალუძს არსებულ პრობლემებთან და სირთულეებთან გამკლავება?

ძალუძს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში გამკლავება 19,5
ძალუძს უფრო შორეულ პერსპექტივაში გამკლავება 50,0
არ ძალუძს 20,3
მიჭირს პასუხის გაცემა 10,2


რამდენად ენდობით მოყვანილ პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს? 

საერთოდ არ ვენდობი უფრო არ ვენდობი ვიდრე ვენდობი უფრო ვენდობი ვიდრე არ ვენდობი მთლიანად ვენდობი ასეთს არ ვიცნობ მიჭირს პასუხის გაცემა ნდობის-უნდობლობის ბალანსი
არსენ ავაკოვი 45,8 30,5 11,1 0,8 2,9 8,9 -64,4
იური ბოიკო 48,1 21,2 15,4 6,3 2,6 6,3 -47,6
სვიატოსლავ ვაკარჩუკი 43,6 26,4 15,5 2,7 2,0 9,8 -51,8
ირინა ვენედიქტოვა 37,5 24,2 5,2 1,0 24,3 7,8 -55,5
ინდრი ერმაკი 34,9 24,4 6,0 1,7 24,4 8,5 -51,6
ვოლოდიმირ ზელენსკი 35,6 26,3 23,1 9,7 0,3 5,0 -29,1
ლეონიდ კრავჩუკი 45,2 27,2 14,6 2,2 1,3 9,5 -55,6
ვიქტორ მედვედჩუკი 55,0 21,4 11,0 4,5 2,4 5,8 -60,9
პეტრო პოროშენკო 52,0 21,1 15,0 6,7 0,2 5,1 -51,4
დმიტრო რაზუმკოვი 30,2 27,1 23,8 6,0 4,2 8,7 -27,5
მიხეილ სააკაშვილი 52,1 27,5 8,5 1,7 2,2 8,0 -69,4
იულია ტიმოშენკო 46,8 30,5 12,7 3,9 0,2 5,8 -60,7
დენის შმიგალი 41,0 27,7 11,1 1,1 9,1 10,0 -56,5


რამდენად ენდობით მოყვანილ სოციალურ ინსტიტუტებს?

საერთოდ არ ვენდობი უფრო არ ვენდობი ვიდრე ვენდობი უფრო ვენდობი ვიდრე არ ვენდობი მთლიანად ვენდობი მიჭირს პასუხის გაცემა ნდობის-უნდობლობის ბალანსი
უკრაინის პრეზიდენტი 30,4 29,8 25,7 8,2 6,0 -26,3
უკრაინის უმაღლესი რადა 35,4 40,7 15,8 1,5 6,5 -58,8
უკრაინის მთავრობა 36,9 37,9 16,4 1,7 7,1 -56,7
სახელმწიფო აპარატი (ჩინოვნიკები) 40,1 39,3 9,9 2,1 8,5 -67,4
თქვენი ქალაქის/სოფლის ხელმძღვანელი 14,0 22,0 45,1 8,9 10,1 18,0
თქვენი ქალაქის/სოფლის ადგილობრივი საბჭო 14,5 22,8 43,3 6,7 12,7 12,7
უკრაინის შეიარაღებული ძალები 9,8 17,6 48,4 17,8 6,5 38,8
სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური 13,0 21,5 43,1 12,1 10,4 20,7
უკრაინის ეროვნული გვარდია 15,2 22,1 41,4 10,8 10,6 14,9
ეროვნული პოლიცია 21,4 31,8 31,1 5,2 10,5 -16,9
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური 21,8 29,2 29,1 4,7 15,2 -17,2
განსაკუთრებული სიტუაციების სახელმწიფო სამსახური 12,5 16,1 45,4 14,7 11,3 31,5
პროკურატურა 35,4 34,6 14,2 2,9 12,9 -52,9
სასამართლოები (ზოგადად სასამართლო სისტემ) 42,5 32,9 12,1 2,2 10,3 -61,1
თქვენი რაიონის, ქალაქის, ადგილობრივი სასამართლო 33,6 29,3 15,8 2,9 18,4 -44,2
უზენაესი სასამართლო 36,1 26,7 15,5 3,3 18,4 -44,0
უკრაინის კონსტიტუციური სასამართლო 39,2 25,5 14,5 3,9 16,7 -46,3
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო 43,1 29,4 10,1 1,6 15,7 -60,8
სპეციალიზირებული ანტიკორუფციული სასამართლო 43,2 27,1 10,8 1,5 17,4 -58,0
კორუფციის აღკვეთის ეროვნული სააგენტო 43,3 27,7 9,4 1,8 17,9 -59,8
უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო 44,3 25,9 10,4 2,1 17,3 -57,7
ომბუდსმენი 19,7 18,5 27,2 5,2 29,4 -5,8
უკრაინის მას-მედია 20,5 28,6 38,3 4,7 7,9 -6,1
რუსეთის მას-მედია 55,4 23,9 6,8 1,0 13,0 -71,5
უკრაინის ეროვნული ბანკი 28,0 36,4 22,8 2,6 10,2 -39,0
კომერციული ბანკები 36,6 36,4 15,1 2,7 9,2 -55,2
პროფკავშირები 28,1 25,8 20,0 2,1 24,1 -31,8
პოლიტიკური პარტიები 35,3 37,9 12,5 2,2 11,9 -58,5
სამოქალაქო ორგანიზაციები 18,1 24,3 38,9 3,8 14,8 0,3
დასავლური მას-მედია 23,5 21,5 27,7 3,4 24,0 -13,9
ეკლესია 11,8 15,8 44,7 17,6 10,2 34,7
მოხალისეთა ბატალიონები 18,5 18,7 38,8 12,9 11,2 14,5
მოხალისეთა ორგანიზაციები 11,6 17,3 45,4 14,7 11,0 31,2

უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნები მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?

 

ყველა გამოკითხულთა შორის მათ შორის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა მათ შორის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა და კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა
„ხალხის მსახური“ 18,8 25,4 27,9
„ევროპული სოლიდარობა“ 13 19,3 21,2
„ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ 12,1 15 16,5
„სამშობლო“ 5,8 7,5 8,2
„ძალა და ღირსება“ 3,3 4,3 4,8
„თავისუფლება“ 2,5 3,6 3,9
„შარიის პარტია“ 1,8 2 2,2
„ხმა“ 1,7 2,4 2,6
„მომავლისთვის“ 1,7 1,6 1,8
„გროისმანის უკრაინული სტრატეგია“ 1,4 1,6 1,7
„სამოქალაქო პოზიცია“ 1,4 1,9 2,1
ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტია 1,3 1,6 1,8
„ჩვენი მხარე“ 1,3 1,3 1,4
„ოპოზიციური ბლოკი“ 0,7 0,6 0,6
„პროპოზიცია“ 0,6 0,6 0,7
„პალჩევსკის გამარჯვება“ 0,4 0,4 0,5
სხვა პარტია 2 2 2,2
არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებდი 18,3 ˗ ˗
ВАЖКО СКАЗАТИ/ВІДМОВА ВІДПОВІДАТИ 11,9 9 ˗


ვის მისცემდით ხმას უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში?

ყველა გამოკითხულთა შორის მათ შორის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა მათ შორის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა და კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერა
იური ბოიკო 12,2 15,3 16,9
ოლექსანდრ ვილკული 1,0 1,0 1,1
ვოლოდიმირ ზელენსკი 21,4 28,2 31,2
რუსლან კოშულინსკი 1,7 2,5 2,8
ოლეგ ლიაშკო 1,7 1,9 2,1
პეტრო პოროშენკო 13,6 19,1 21,1
იგორ სმეშკო 3,9 5,1 5,6
იულია ტიმოშენკო 6,2 7,5 8,3
სხვა კანდიდატი 9,5 9,8 10,8
არ მივიღებდი არჩევნებში მონაწილეობას 17,6 ˗ ˗
მიჭირს პასუხის გაცემა

 

https://razumkov.org.ua/napriamky/sotsiologichni-doslidzhennia/otsinka-gromadianamy-sytuatsii-v-kraini-riven-doviry-do-sotsialnykh-instytutiv-ta-politykiv-elektoralni-oriientatsii-gromadian-zhovten-lystopad-2020r

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად