უკრაინის დედაქალაქში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს სულ, გუშინ და დღეს, მათ აქტივში 7 ოქრო, 5 ვერცხლი და 3 ბრინჯაო
დღეს ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა
67კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე, რომელმაც 2:1 ჯონი ხეცურიანი დაამარცხა და 130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ საჯაია. მან რამაზ პატარიძეს სძლია 5:1.
თავისუფალი სტილით ჭიდაობა
79 კგ ნიკა კენჭაძე, რომელმაც თურქი რამაზან სარი დაამარცხა 6:4 და ირაკლი მწითური, რომელმაც მასპინზელ დანილ პიდლიპილეტცს სძლია 2:0
ვერცხლის მედლები მოიპოვეს:
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა
67 კგ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა, 87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ, რომელმაც მასპინძელ სემიონ ნოვიკოვთან დათმო შეხვედრა 0:5 და 130 კგ წონით კატეგორიაში რამაზ პატარიძემ
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 125 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალით სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა. მან უნგრელი დანიელ ლიგეტი დაამარცხა 3:1
ამრიგად, უკრაინაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე გათამაშებული 20 ოქროს მედლიდან 7 ქართველ მოჭიდავეებს ხვდათ წილათ. მათ ანგარიშზეა აგრეთვე 5 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა
თავისუფალი სტილით ჭიდაობა
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა
თავისუფალი სტილით ჭიდაობა
ბრინჯაოს მედალოსნები არიან:
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა
თავისუფალი სტილით ჭიდაობა