უკრაინაში სეპარატისტებმა მოთხოვნილი საკონსტიტუციო ცვლილებები დაასახელეს

უკრაინაში კონსტიტუციური რეფორმა 2015 წელს უნდა განხორციელდეს, თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას კონსტიტუციაში შემდეგი სახის ცვლილებებს სთავაზობენ.

– დამტკიცდეს კონსტიტუციაში “ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებული წყობა, რაიონებისა და რეგიონების განსაკუთრებული სტატუსი”.

– ცალკეულ რეგიონებს და რაიონებს მიეცეთ საშუალება, დამოუკიდებლად განსაზღვრონ და ჩამოაყალიბონ რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები.

– რეგიონებს მიეცეთ საშუალება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შექმნან საკუთარი ძალები.

– მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნის განსაკუთრებული წესი.

– განხორციელდეს საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სისტემის დეცენტრალიზაცია, რეგიონებში თავისუფალი ეკონომიკური ზონებისა და სხვა განსაკუთრებული ეკონომიკური რეჟიმების ჩამოყალიბების ჩათვლით.

– ცალკეულ რაიონებს მიეცეთ თავისუფალ ასოციაციებში გაერთიანების უფლება, საერთო მართვის სტრუქტურების ჩამოყალიბების ჩათვლით. ასევე, მიეცეთ შესაძლებლობა ცენტრალური ხელისუფლების უწყებებთან ხელშეკრულებების დადების საშუალება.

– აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისთვის დამტკიცდეს შესაძლებლობა გააფორმონ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების შეთანხმებები.

– დაფიქსირდეს რუსული ენის ოფიციალური სტატუსი და სხვა ეროვნული უმცირესობების ენები უკრაინის ცალკეულ რეგიონებში დ რაიონებში.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს, მინსკში რუსეთის, საფრანგეთის, უკრაინისა და გერმანიის ლიდერებმა უკრაინაში კრიზისის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს. საბოლოოდ მინსკში მიღწეული წინა შეთანხმების, ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე არტილერიის გაყვანის შესახებ შეთანხდნენ, რომელიც 15 თებერვლის 00.00 საათზე უნდა ამოქმედდეს. მოლაპარაკებები 16 საათი გრძელდებოდა.

კომენტარები
იტვირთება...