უკრაინაში საქართველოს ელჩმა დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

უკრაინაში, ქალაქ დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლაში „ქართული სული“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

სასწავლო წლის დაწყება სკოლის აღსაზრდელებს და პედაგოგებს უკრაინაში საქართველოს  ელჩმა სანდრო თოფურიამ მიულოცა და სკოლას მულტიმედიური ტექნიკა გადასცა.

ელჩთან ერთად სკოლის აღსაზრდელებს და დამსწრე საზოგადოებას კინოპროდიუსერი და ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარიაც შეხვდა, რომელიც უკრაინაში საქმიანობს.

“ახალგაზრდა ელჩს სანდრო თოფურიას მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ იყო მშვენიერი შესაძლებლობა ჩვენ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაგვემართა, გადაგვეცა სიმბოლური საჩუქრები და დავმტკბარიყავით იმ მშვენიერი სანახაობით, რაც ბავშვებმა გვაჩუქეს”, – განაცხადა მაქაცარიამ.

“ვეწვიეთ ქართულ საკვირაო სკოლას “ქართულ სულს”, გადავეცით მულტიმედიური ტექნიკა საჩუქრად, ასევე საჭირო ინვენტარი და ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ”, – აღნიშნა უკრაინაში საქართველოს ელჩმა.

უკრაინის საკვირაო სკოლებში სასწავლო წელი საქართველოს მსგავსად სექტემბრის შუა რიცხვებში იწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად