უკრაინაში საქართველოს ელჩი: გადავეცით საპროტესტო ნოტა, უკრაინის მხარემ ჩვენი ეს ფორმა მიიღო და არ გაკვირვებია

2- კვირიანი კარანტინიდან გამოსცლის შემდეგ უკრანაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა საინისტროში მივიდა.

“მოვედი კონსულტაციებზე. მიზეზი კარგად არის თქვენთვის ცნობილი. ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა საკითხი სკულპუოზურად იქნება განხილული. კრიტიკას არ ვიზიარებ. საელჩომ იმუშავა ყველაფერში. რაც ჩამოვედი, სულ მაგას გეუბნებით, რომ მქონდა კომუნიკაცია უკრაინის უმაღლეს დონეზე და მოგახსენეთ, რომ გადავეცით საპროტესტო ნოტა. პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსულტაციებზე. ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს. უკრაინის მხარემ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჩვენი ეს ფორმა მიიღო და არ გაკვირვებია“, – განაცხადა შარაშენიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნვნის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ უკრანაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად