უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდებიან.

ხმის მისაცემად საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა.

უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი არჩევანი ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე დააფიქსირონ, სწორედ ამ დრომდე იმუშავებს საარჩევნო უბნები.

ამასთან, კიევის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნის სარჩელის განიხილა და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

19 აპრილს, უკრანის პრეზიდენტობის კანდიდატებს პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის კიევის სტადიონზე დებატები გაიმართა, რომელიც ყველა წამყვან არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ვლადიმერ ზელენსკიმ დებატებისას განაცხადა, რომ ის განცხადება, რომელსაც მის სახელს უკავშირებდნენ, თითქოს მზად იყო პუტინისთვის დაეჩოქა, ინტერპრეტირებული იყო.

“სიტყვები ფრაზიდან ამოგლეჯილი იყო. სინამდვილეში მე ვთქვი ასე: მზად ვარ დავიჩოქო, ოღონდ ნუ დააჩოქებთ უკრაინას. მე ახლაც მზად ვარ დავუჩოქო თითოეულ იმ დედას, რომელმაც დაკარგა ამ ომში შვილი და თითოეულ ბავშვს, რომლის მამაც ვერ დაბრუნდა და იგივეს მოგიწოდებთ თქვენც” – ამის შემდეგ ზელენსკიმ მუხლებზე დაიჩოქა. დაიჩოქა პეტრო პოროშენკომაც, ოღონდ ზურგით ხალხისკენ და სახით უკრაინის დროშისკენ.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პოროშენკომ ხმათა 15.95% მოიპოვა, შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ – 30% -ზე მეტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...