უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში, კიევის დროით 08:00 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნებისთვის.

არჩევნების პროცესი, ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე გასტანს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთლიანობაში საარჩევნო უბნების რაოდენობა 30 ათასს შეადგენს.

რიგგარეშე არჩევნებში, რომლის ინიციატორის ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი იყო, მონაწილეობას 65 პარტია იღებს, რომლებსაც შერეული სისტემით ირჩევენ: 225 პარტიული სიების მიხედვით, ხოლო კიდევ 199 – ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქით, სულ ჯამში – 424.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5%-ს შეადგენს. რადაში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება შეუძლია ფრაქციას, რომელიც მინიმუმ 226 ადგილს დაიკავებს. პარლამენტში მოხვედრის ძირითადი პრეტენდენტები არიან ზელენსკის „ერის მსახური“, ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა – ცხოვრებისათვის“, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ და პეტრ პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...