უკრაინაში ნოემბრიდან არავაქცინირებულ პედაგოგებს უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ

უკრაინაში ნოემბრიდან არავაქცინირებულ პედაგოგებს უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს თქმით, 12 ოქტომბერს სახელმწიფო კომისიამ საშემოდგომო არდადეგების გადმოწევის გადაწყვეტილება მიიღო და ისინი 18 ოქტომბერს დაიწყება.

“კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება უარესდება. კერძოდ, ყოველ დღე COVID-1 ასობით ბავშვს უდასტურდება და ამის გამო ათასობით მოსწავლე პედაგოგებთან ერთად იზოლაციაში გადადის. არდადეგების ვადამდელი დაწყება მოქალაქეების აქტივობასა და აუცილებელი სოციალური კონტაქტების რიცხვს შეამცირებს, რითიც კორონავირუსის გავრცელებაზე მოახდენს გავლენას”, – აღნიშნა ლიაშკომ.

მისი თქმით, პედაგოგები იმ პროფესიათა ჩამონათვალშია შეყვანილი, ვისთვისაც ვაქცინაცია სავალდებულოა. თუ მასწავლებლები ნოემბრამდე არ აიცრებიან, კარანტინის პერიოდში მათ მუშაობის უფლება, შესაბამისად კი ხელფასი არ ექნებათ,

“პედაგოგების ვაქცინაცია მათთვის არა მარტო სამუშაოს შენარჩუნების, არამედ საკუთარი თავის და ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის საშუალებაა“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები
იტვირთება...