უკრაინაში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვში ხვალ გლოვის დღეა. მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 15 მოხუცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 ადამიანი კი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ხანძრის გაჩენილს დროს, შენობაში სულ 33 ადამიანი იმყოფებოდა.უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ხანძრის გამოწვევი მიზეზი, შესაძლოა, ელექტროგაყვანილობა გამხდარიყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად