უკრაინაში მინიმალური ხელფასის ოდენობა 5000 გრივნამდე გაიზარდა

უკრაინის უმაღლეს რადაში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ბიუჯეტის კანონში შესწორების შეტანას დაუჭირეს მხარი და ამით მწვანე შუქი აუნთეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის მიერ აგვისტოს დასაწყისში რადაში შეტანილ კანონპროექტს მინიმალური ხელფასის 5000 გრივნამდე (დღევანდელი კურსით 560 ლარი – “აიპრესი”) გაზრდის შესახებ.

უმაღლეს რადაზე ბიუჯეტის კანონში შესწორების შეტანის შესახებ კანონპროექტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ აღნიშნა, რომ 1 სექტემბრიდან მინიმალური ყოველთვიური ხელფასის ოდენობის 4723 გრივნიდან 5000 გრივნამდე გაზრდისთვის საჭირო 4 მილიარდი გრივნა გამოიძებნა გრივნის მაღალი კურსის შედეგად მიღწეული სახელმწიფო ვალის მომსახურებისთვის საჭირო სახსრების ეკონომიის (3,5 მლრ გრივნა) და ბიუჯეტში გაზრდილი შემოსულობების (ფიზიკურ პირთა შემოსავლებიდან გადსახადის 400 მლნ გრივნამდე და დამატებითი ღირებულების გადასახადის 100 მილ გრივნამდე) წყალობით.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის მიერ გაცხადებული მინიმალური ხელფასის მატების სამეტაპიანი გეგმის თანახმად, მინიმალური ხელფასის 1 სექტემბრიდან 5000 გრივნამდე ზრდას უნდა მოჰყვეს მისი 2021 წლის 1 იანვრიდან 6000 გრივნამდე, ხოლო შემდეგ, წლის განმავლობაში 6500 გრივნამდე ზრდა.

ბიუჯეტის კანონში შესწორების შეტანას სიითი შემადგენლობის 450 წევრიდან 295-მა დაუჭირა მხარი.

მინამალური ხელფასის გაზრდის მოწინააღმდეგეთაგან ერთ-ერთმა, უმაღლესი რადას ფინანსების, საგადასახადო და საბაჟო საკითხების პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იაროსლავ ჟელეზნიაკმა აღნიშნა, რომ მისი გაზრდა გამოიწვეს ერთიანი გადასახადის თვეში 260 გრივნით, ერთიანი სოციალური შესატანის კი თავდაპირველად თვეში 60 გრივნით, ხოლო ერთი წლის შემდეგ 400 გრივნით მატებას. გაიზრდება აგრეთვე უძრავი ქონების გადსახადი, ტურისტული და სამხედრო მოსაკრებელი.

“ეს უმჯობესია იწოდებოდეს კანონპროექტად სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ”, – თვლის დეპუტატი.

საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა (20 ლარი) დადგენილია პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის ბრძანებულებით, ხოლო მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული სანქციების, ჯარიმებისა და სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული სხვა გადასახდელებისათვის შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობად, პრეზიდენტის 2006 წლის 26 დეკემბრის ბრძანებულებით, განსაზღვრულია 40 ლარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად