უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 სთ-ში, უკრაინაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 833 ახალი შემთხვევა. ეს გახდა რეკორდული მაჩვენებელი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მთელი პერიოდის შემდეგ. იუწყება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო.

მისივე თქმით, პანდემიის დროს კორონავირუსით დაინფიცირდა 195 504 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 86 873 პაციენტი, მათ შორის 1,740 გასული დღის განმავლობაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში კორონავირუსული ინფექციით 76 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 3,903-ია.

ახალი შემთხვევების უმეტესობა დარეგისტრირდა კიევის, ხარკოვის, ტერნოპოლისა და ოდესის რეგიონებში. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხუთშაბათს განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად