უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 18 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 833 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ეს ინფიცირებულთა გარდაცვალების კუთხით რეკორდული მაჩვენებელია.

გარდა ამისა, საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით ან სიმპტომებით 2 967 ადამიანი გადაიყვანეს.

27 377ახალ ინფიცირებულთა შორის 1 183 ბავშვი და 426 მედმუშაკია.

პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში კორონავირუსის 3 107 489 შემთხვევა გამოვლინდა, 2 537 565 გამოჯანმრთელდა, 73 390 გარდაიცვალა.

კომენტარები
იტვირთება...