უკრაინაში ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები შეიცვალნენ. ინფორმაციას ავრცელებს DW.
30 მარტს, უმაღლესმა რადამ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა ჯანდაცვის მინისტრის ილია ემცის გადადგომისთვის. ემციმ ეს თანამდებობა ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ, 4 მარტს მიიღო.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ამ გადაწყვეტილებას 424 დეპუტატიდან მხარი დაუჭირა 271-მა. ახალ მინისტრად კი ოდესის რეგიონალური ოლქის ხელმძღვანელი მაქსიმ სტეფანოვი დაინიშნა მეორე მოსმენის შემდეგ.
30 მარტსვე რადამ მხარი დაუჭირა უკრაინის პრემიერ-მინისტრის ბრძანებას, რომ თანამდებობიდან გადაეყენებინათ ფინანსთა მინისტრი იგორ უმანსკი. ამ გადაწყვეტილებას 249 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და მის ადგილას, ასევე მეორე მოსმენით, სერგეი მარჩენკო დანიშნეს 256 ხმით.