უკრაინაში, ხმელნიცკში, მამაკაცს პერანგზე დაკერებული რუსული სიმბოლოები დანით ააჭრეს (ვიდეო)

უკრაინული პრესის ცნობით შემთხვევა ხმელნიცკის ცენტრში, ერთ-ერთ კაფეში მოხდა.

მეუღლესთან ერთად კაფეში შესული მამაკაცს ეცვა პერანგი, რომელიც რუსული სიმბოლოებით იყო აჭრელებული. მათ მაგიდასთან მისულ ხმელნიცკის საოლქო კომიტეტის დეპუტატს, ფრაქცია “თავისუფლების” წევრს ვიქტორ ბურლიკს მამაკაცმა განუცხადა, რომ ის თავად უკრაინელია და არა რუსი, პერანგი ესპანეთში შეიძინა და არ მიუქცევია ყურადღება,ზედ რუსეთის სიმბოლოები და ატრიბუტიკა რომ იყო.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “Фенікс Хмельницький”-ს ოფიციალურ იუთუბ-არხზე ატვირთულ ვიდეოში ჩანს, რომ ვიქტორ ბურლიკი ყურად არ იღებს მამაკაცის მეუღლის პროტესტს და აჭრის მისი პერანგიდან რუსეთის სიმბოლოებს: რუსეთის დროშას და ღერბს, ნამგალს და უროს და სპეციალური დანიშულების რაზმის “ომონის” ატრიბუტიკას.

ვიდეოს დასასრულს ვიქტორ ბურლიკი მოუწოდებს უკრაინელებს, გამოიჩინონ სიფხიზლე ქუჩებში ასე გამოჩენის საშუალება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად