უკრაინაში კარანტინი 22 ივნისამდე გახანგრძლივდა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში კარანტინის მოქმედება 22 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული კარანტინი 22 მაისიდან უდნა შემსუბუქებულიყო.

გადაწყვეტილების თანახმად, 22 მაისიდან განახლდება საზოგადოებრივი ურბანული და გარეუბნის ტრანსპორტის მუშაობა. სასტუმროები დაიწყებენ მომსახურებას, მათ ტერიტორიაზე რესტორნებისა და აუზების გარდა. აგრეთვე იწყება სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე გარეშე.

ამავე დროს, მთავრობამ გადაწყვიტა მეტროსა და საბავშვო ბაღების მუშაობის განახლების 25 მაისამდე გადადება.

ოთხშაბათს გამართული შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რეგიონალური სამგზავრო ტრანსპორტი არ განახლდება. “ივნისის დასაწყისში, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს.” – განმარტა მან. აეროპორტის მუშაობა, პრემიერ-მინისტრის თქმით, დაიწყება 15 ივნისის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად